მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ თელავს 8.5-მეტრიანი 5 ახალი ავტობუსი გადაეცა და დღეიდან ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ.
ახალი ავტობუსები 50 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
თელავს აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ გააჩნდა.
არსებული 5 ერთეული ავტობუსი ქალაქის ტერიტორიაზე შეასრულებს მარშრუტებს. უახლოეს პერიოდში თელავს 5 ერთეული ავტობუსი კიდევ გადაეცემა და ამ ეტაპზე შემუშავებული პირველადი მარშრუტების ოპტიმიზაცია მოხდება.