8 თებერვლიდან რუსთავს 22 ახალი ავტობუსები მოემსახურება. უახლოეს მომავალში კი ქალაქი დამატებით 18 ახალ ავტობუსს მიიღებს.

ათწლეულების განმავლობაში რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი პირველად განახლდა სრულად.

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებს 60 000-მდე პირი: სოციალურად დაუცველი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ვეტერანები, მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები, პენსიონერები.

აღსანიშნავია, რომ პირველი 2 კვირის განმავლობაში ავტობუსით მგზავრობა ყველასთვის უფასო იქნება.

ახალი ავტობუსები რუსთავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. EURO 5-ის ტიპის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.

ავტობუსებში დაცული იქნება რეკომენდაციები COVID-19-ის პრევენციისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ.

ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც.

ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

Previous articleქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
Next articleზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში არსებულ დევნილთა დასახლებებში ბავშვთა სათამაშო მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყო