ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებას განახლებული სახით შეხვდება. დასასრულს უახლოვდება აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები, სადაც შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს.
აეროპორტში უკვე დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში ამუშავდა. ასევე დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ტერმინალი გაერთიანდება.