გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში არსებულ დევნილთა დასახლებებში ბავშვთა სათამაშო მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყო.

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით არსებულ დევნილთა დასახლებებში 18 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით კიდევ 6 პროექტი განხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად მათ განსახლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და განათლების მხარდაჭერას ითვალისწინებს, დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს.

Previous articleრუსთავს EURO 5-ის ტიპის 22 ახალი ავტობუსები მოემსახურება
Next articleქალაქ თელავს 8.5-მეტრიანი 5 ახალი ავტობუსი გადაეცა