მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი.
პროექტის ღირებულება 322 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მთაწმინდა 2007“ ასრულებს.
სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საბავშვო ბაღების მშენებლობა ასევე მიმდინარეობს დიდ ჭყონში, ონოღიაში, ხუნწში და ლეციცხვაიეში.
2014 წლიდან დღემდე აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 საბავშვო ბაღს.