ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში 7300 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო. სკვერში მოეწყო საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონები, დაიდგა საპარკე სკამები და საქანელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა.
აღნიშნული ტერიტორიის დიდ ნაწილზე განლაგებული იყო ავტოფარეხები, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით კი ეს კონსტრუქციები აღებულია და მოეწყო სივრცე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.
გარდა ამისა, ახლო მომავალში იგეგმება სკვერთან არსებული საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციაც და ეს იქნება ერთი დიდი კომპლექსი რეკრეაციული სივრცის სახით.