დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ვაჟა-ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ამორტიზებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც შიდა, ისე გარე ნაწილში უტარდება. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

დუშეთის N1 სკოლაში ამჟამად ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დუშეთის ნომერ მეორე სკოლაში დადიან.

პროექტის ღირებულება 2 535 470 ლარია, ხოლო პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

პანდემიის მიუხედავად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება უწყვეტად ხორციელდება.

Previous articleახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
Next articleმარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო