ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინრეობს. ამ დროისთვის კომუნიკაციების გადატანის, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.
გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის, გურჯაანის შემოვლითი 15.5 კმ-იანი მონაკვეთის უსაფრთხოების ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.