მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შენობის გარე ფასადისა და შიდა მოპირკეთების სამუშაოებს აწარმოებს. დარბაზი ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებებს უმასპინძლებს. შენობა 60 ადამიანზეა გათვლილი.
პროექტი დაფინანსებულია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ღირებულება შეადგენს 689 877 ლარს, ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს დასაქმებულია 20 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ სპორტდარბაზის მშენებლობის პროცესი ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, არცერთი წუთით არ გაჩერებულა.