ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.

მიმდინარეობს ქვემო ქვალონის სკოლის მშენებლობა. პროექტის შესაბამისად, მოეწყობა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს.

ასევე, პირველ ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება. სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობაზე 500 000 ლარი დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.

Previous articleმარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
Next articleმცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა