მარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კი სამი საბავშო ბაღი შენდება – ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში. პროექტის ფარგლებში, სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს.

2013 წლიდან დღემდე მარტვილის მუნიციპალიტეტში აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 საბავშვო ბაღს. წელს, დამატებით, კიდევ 9 საბავშვო ბაღი აშენდება.

Previous articleხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში თხილის გადამმუშავებელი საწარმო გაფართოვდა
Next articleხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება