ნაძალადევის რაიონში კიშინიოვის ქუჩაზე 5 400 კვ.მ ფართობზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყო. ლოტკინის დასახლებაში ამ დრომდე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხბურთის ძველი, დაზიანებული მოედანი იყო.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი; მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; შესრულდა გამწვანების სამუშაოები – დაირგო 300-ზე მეტი ნერგი და დაიგო ბალახის საფარი.
პროექტის ღირებულება 665 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.