ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. ასევე, სრულდება სოფელ წინუბანში 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი.
2020 წელს კახეთის რეგიონში 7 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. აქედან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 90 მოსწავლეზე გათვლილი ბოდბის საჯარო სკოლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მშენებლობა უკვე დასრულდა.
მიმდინარე წელს კახეთის რეგიონის მასშტაბით ახალი საჯარო სკოლების მშენებლობის პარალელურად
სრული რეაბილიტაცია უტარდება 5 საჯარო სკოლას, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია 80-ზე მეტ საჯარო სკოლაში იქნა განხორციელებული.