მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში, გორში სამეფოს ქუჩის 662-მეტრიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია უტარდება.
სამუშაოები მოიცავს სავალი ნაწილის მოასფალტებას, ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთებას, სანიაღვრე ქსელის მოწყობას, წყლისა და კანალიზაციის სისტემის შეცვლას, ასევე, გარე განათების, ქვის სკამებისა და ურნების დამონტაჟებას. პროექტზე, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება. შესაბამისად, მალე ქალაქს კიდევ ერთი მოწესრიგებული და ინფრასტრუქტურულად გამართული ქუჩა შეემატება.