სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობა და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით 2020 წელს დასრულდა ორი სკოლის მშენებლობა და სამის სრული რეაბილიტაცია.
ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის გამაგრების სამუშაოები. მოხდება სკოლის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლებში მიიღონ განათლება.