ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება.

ახალ თეატრში ორი დარბაზი განთავსდება – დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე იქნება გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.

ზუგდიდის თეატრი ავარიული იყო და დასის უსაფრთხოებას ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფდა, თუმცა მალე თეატრი დააკმაყოფილებს ყველა არსებულ მოთხოვნას და შეძლებს საერთაშორისო ფესტივალებსაც უმასპინძლოს.

 

Previous articleსამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 9 საჯარო სკოლის მშენებლობა და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Next articleფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს