მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალფა-8“ ასრულებს. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ასევე, ქალაქ მარტვილში № 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 037 298 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ამასთან, ქალაქ მარტვილში მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მემორიალურ დაფას და ძეგლს, კასკადს, კიბეს და აუზს, მოეწყობა ღობე. პროექტის ღირებულება 667 222 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „დაგი“ ასრულებს. მემორიალის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

გარდა ამისა, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „Construction Service“ ასრულებს.

Previous articleახალციხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
Next articleსამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 9 საჯარო სკოლის მშენებლობა და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს