ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში შიდა გზების მოასფალტების პროცესი დასრულდა. პროექტის ღირებულება, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს “ჯიარჯი“ ახორციელებდა, 615 060 ლარს შეადგენს. სამუშაოების შედეგად სოფელში მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

დასახლებაში ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო სასმელი წყლის მიწოდებაც. ამიერიდან კარკუჩელებს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შიდა ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა.

კიდევ ერთი პროექტი,რომელიც კარკუჩაში მიმდინარეობს კარკუჩა-ჯუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აღნიშნული გზის მოწესრიგება გაზაფხულიდან გაგრძელდება.

Previous articleყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში საბავშვო ბაღი აშენდა
Next articleრიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მეექვსე ახალი გვირაბი გაიჭრა