ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში საბავშვო ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, სააღმზრდელო დაწესებულება ერთ ჯგუფიანია და გათვლილია 35 აღსაზრდელზე.

მოეწყო პანდუსი და ადაპტირებულია სველი წერტილები. ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

აღსანიშნავია, რომ გუდაურს, რომელიც მაღალმთიანი ზონის სტატუსით სარგებლობს, არასდროს ჰქონია საბავშვო ბაღი.

ახალი დაწესებულების აშენებამ გუდაურში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაც გამოიწვია.

საბავშო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 837 ათასი ლარით დაფინანსდა, თუმცა, მოგვიანებით დამატებით რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან 223 ათასი ლარი გამოიყო, რაც დაწესებულებამდე მისასვლელი გზის მოასფალტებასა და ეზოს მოწყობას მოხმარდა.

Previous articleმოქალაქეები რომლებმაც სამსახური დაკარგეს 1200 – ლარიან კომპენსაციას მიიღებენ
Next articleყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში შიდა გზების მოასფალტების პროცესი დასრულდა