ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის ინგირის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელი მიერთებები.
ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. ქალაქში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70-ზე მეტ ქუჩას. გზები რეაბილიტირდა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.