2020 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში მოსახლეობისათვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სხვადასხვა კატეგორიისაა და ითვალისწინებდა გზების, წყალსადენების, სანიაღვრე არხების, სპორტული ობიექტების, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

აღსანიშნავია ქალაქ ამბროლაურში მიმდინარე ორი მასშტაბური პროექტი: კოსტავას ქუჩის კეთილმოწყობა და მდინარე კრიხულას სანაპიროზე რეკრეაციული ზონის გაკეთება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქში შეიქმნება სივრცე, რის შედეგადაც, როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ დაისვენონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილ გარემოში.

თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება კიდევ უფრო მიმზიდველსა და სანახაობრივს გახდის მუნიციპალიტეტს, საბოლოო ჯამში კი, ყოველივე განაპირობებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სწორედ ამიტომ, კვლავ აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები და ეტაპობრივად რეგიონის მასშტაბით ის პროექტები განხორციელდება, რომლებიც მოსახლეობისათვის პრიორიტეტულია.

 

Previous articleზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის 3,4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
Next articleმუზეუმ-ნაკრძალების ვიზიტორებს ელექტროტრანსპორტი მოემსახურება