ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლა, რომელიც 90 ბავშვზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა.
პროექტით გათვალისწინებულია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეების და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
აქამდე არსებული ხის სკოლა ამორტიზებული იყო.