თერჯოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული მცირეკონტიგენტიანი სკოლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისთვის 1 092 500 ლარი, ხოლო ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსისათვის 1 124 000 ლარი დაიხარჯება. ორივე ობიექტის სამუშაოებს შპს “ჯავა” ახორციელებს.
2020 წელს მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან 14 სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, სამი ახალი სკოლა აშენდა, აქედან ორი სკოლა დასრულების ფაზაშია.
2020 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 17 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდა.