ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და მის რამდენიმე სოფელში დასრულდა სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები, ბევრ მათგანში კი, პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია ქ. ამბროლაურში: ვაჟა-ფშაველას მე-6 ჩიხი, გამსახურდიას ქუჩის მე-3 ჩიხში და ქუჩის მიმდებარედ (გოგებაშვილის პირველი შესახვევიდან გამსახურდიამდე, გოგებაშვილის ქუჩის დასაწყისში), ხვანჭკარის ქუჩის მიმდებარედ და ჭავჭავაძის ქუჩაზე.
სამუშაო პროცესი, ასევე, მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში დასრულდა, ზოგგან კი კვლავ გრძელდება და მალე დამთავრდება.
სანიაღვრე არხების მოწყობა მნიშვნელოვანია სტიქიის პრევენციისათვის და გარდა ამისა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ გზების დაზიანება.