ზუგდიდს EURO 5 – ის სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები გადაეცა. მუნიციპალიტეტი, ჯამში, სულ 25 ახალ ავტობუსს მიიღებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსს შეიძენს.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18,7 მილიონ ევროს შეადგენს.

სატრანსპორტო საშუალებები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსები 8,5-მეტრიანია და გათვლილია 50 მგზავრზე.

175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

 

Previous articleმარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს
Next articleზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს