მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მდინარე ვახაზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 574 925 ლარს შეადგენს და მათ შპს „სახარია“ ასრულებს.

სალხინოში ხიდის მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 36 ხიდს.

ამ ეტაპზე სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სამი ხიდის და მდინარე აბაშაზე ქ. მარტვილისა და ნალეფსაოს უბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

Previous articleფოთში უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნების მოწყობისა და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
Next articleზუგდიდს EURO 5 – ის სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები გადაეცა