ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა.
110 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი უკვე აშენდა ანაკლიაში. ახალი საბავშვო ბაღი შენდება ქალაქ ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზეც.
მომავალ წელს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება ჭითაწყარში, რუხში, შამგონასა და დარჩელში.