ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას. კერძოდ, ეწყობა ჩოგბურთის კორტი, მინისაფეხბურთო მოედანი და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერი. კომპლექსის სამივე მხარეს გაკეთდება ღია ავტოსადგომები. ქუჩის გასწვრივ, ბულვარზე, ზღვის მხარეს მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და ჯებირს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე ჩატარდა, რომლის ფარგლებში სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2-კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება, შიდა კომუნიკაციების მოწყობა და განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდა.

Previous articleმარნეულში ორი სოფლის შიდა გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
Next articleრიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს