შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ შულავერსა და იმირში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა.
გასულ თვეში სოფელ შულავერში 1 575 გრძივი მეტრის მოცულობის გზა მოასფალტდა. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც 545 292 ლარი გამოიყო.
სოფლის შიდა გზის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოები დასრულდა სოფელ იმირშიც, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 402 გრძივი მეტრის მოცულობის გზას.