შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და 3 მოსაცდელი პუნქტი.
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების განთავსება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 998 376 ლარია.
აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს მიმდებარე სოფლების: მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, ქოსალარი, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკისა და ხაიშის მოსახლეობა.