მარტვილის მუნიციპალიტეტში ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე, მოეწყობა ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „Construction Service“ ასრულებს.

აღნიშნული ხიდი ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ექნება.

2013 წლიდან დღემდე აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 36 ხიდს, 2019 წელს მოეწყო სალხინო-ტალერის დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდი. ამ ეტაპზე სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სამი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

Previous articleფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში განახლების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს
Next articleმარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია