ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში განახლების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, მოეწყობა სათამაშო (საბავშვო) მოედნები, გაზონები, სასმელი წყლის შადრევნები და დეკორაციული განათების ბოძები.
პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე-მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის განთავსდება მცირე ზომის საინფორმაციო დაფები. მოხდება არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით, ახალი შადრევნის მშენებლობა.
პროექტის ღირებულება 1 მლნ 819 ათასი ლარია.