ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, წელს განსაზღვრული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. 3,6-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, საავტომობილო გზის გასწვრივ მოეწყო რკინა–ბეტონის კიუვეტები, განხორციელდა საყრდენი კედლების მშენებლობა და დამონტაჟდა გარე განათების ბოძები.

პროექტი, როგორც პარკინგის, ასევე, ,,გადასახედის“ მოწყობასაც ითვალისწინებს და სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

პროექტის ღირებულებამ, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 2 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა.

Previous articleაშშ საქართველოს ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერად ინტეგრირებულ სისტემა MILES – ს გადასცემს
Next articleფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში განახლების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს