2020 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში რამდენიმე პროექტი განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაღს, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის შენობა და ეზო.
თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 999 ლარით დაფინანსდა.
ასევე, განხორციელდა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტი საბავშვო ბაგა-ბაღებში.
მიმდინარე წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ახალციხის №1, №3, №5, №6 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტი განახორციელა.
პროექტის მიზანი ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება, ასევე დასაქმებული პერსონალისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პირობების გაუმჯობესებაა.