კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო, სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. მათივე ინფორმაციით, კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია.

ობსერვატორია დამთვალიერებელს სავარაუდოდ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მიიღებს.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა. ობსერვატორიას წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

Previous articleცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა
Next article2020 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული პროექტები