დაბა კაზრეთში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ 2100 მ2-ზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
2020 წელს დაბაში შიდა გზები რამდენიმე ლოკაციაზე, ჯამში, 3 100 მ2-ზე მოწესრიგდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო სანიაღვრეებიც.
აღსანიშნავია, რომ დაბა კაზრეთში გზების მოწესრიგებისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.