რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფინანსდება.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები. ასევე, შეიცვლება გარე განათების სისტემა. ასევე, ქალაქლანჩხუთში მიმდინარეობს ორი სტადიონის მშენებლობა.
ამასთან, ღრმაღელე-ომფარეთის გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, სოფელ ღრმაღელეში დაგეგმილია 7 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ მაჩხვარეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდს.