აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს და დასკვნით ეტაპზეა წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ეკლესიის შიდა სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს.