ქალაქ ჯვარში კოლეჯ „ლაკადას“ ტერიტორიაზე სასწავლო სახელოსნოები აშენდება.
პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
სახელოსნოს მშენებლობა პროფესიულ განათლებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.
საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში.