დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბარისახოში არსებულ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობაში უკვე დაიწყო შიდა სამუშაოები, მიმდინარე კვირაში მოხდება ძველი სახურავის ახალი სახურავით ჩანაცვლება.
სკოლის რეაბილიტაციისთვის დაფინანსება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო.
ბარისახოს საჯარო სკოლაში სამოცი მოსწავლე სწავლობს, თუმცა შენობა, დაახლოებით, ორას მოსწავლეზეა გათვლილი, განახლებული დაწესებულებით 7 სოფლის ბავშვები ისარგებლებენ.