ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლის აქტივობა 12:00 საათისთვის 8,29 %-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 177 462-მა ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა.
ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში ფიქსირდება, სადაც 14 901 ამომრჩეველმა უკვე უკვე დააფიქსირა არჩევანი, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 11.4%-ს შეადგენს.
ამასთან, ყველაზე დაბალი ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, სადაც 12:00 საათისთვის 8321 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც საარჩევნო სიის 6.2%-ს შეადგენს.