საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში ჯამში 3 პროექტი დაფინანსდა.

ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ტურისტული დანიშნულების ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხოლო ქალაქ თელავში ორ მსხვილ სავაჭრო ობიექტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

Previous articleქალაქ დუშეთის N3 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება
Next articleზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურ ფაზაშია