ქალაქ დუშეთის N3 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება.

პრობლემა, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში მოუგვარებელი იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

განახლებული სააღმზრდელო დაწესებულებით 160 აღსაზრდელი ისარგებლებს. შენობის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ხორციელდება, ღირებულება კი, 832 776 ლარია.

2019-2020 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11, ხოლო აშენდა 1 სააღმზრდელო დაწესებულება.

Previous articleხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 12.4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
Next articleმანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს