შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 12.4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზა გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის. არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა.

პროექტის ფარგლებში, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი.

პროექტის დასრულების შემდეგ ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე და სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 949 999 ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ენსისი“ და მისი ქვეკონტრაქტორი „ჯეოინვესტი“ ახორციელებენ.

Previous articleთავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
Next articleქალაქ დუშეთის N3 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება