კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამი სოფლის – ყარაფილას, სარიბარისა და ზადიანთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს, რაზეც 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.
ჯამში, დაგეგმილია 1,2 გრძივი მეტრის ასფალტის საფარის მოწყობა. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.
ამ ეტაპზე სამუშაოები ნაწილი უკვე დასრულებულია.