სენაკის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პარალელურად აქტიურ ფაზაშია ნაპირსამაგრი სამუშაოები.
2013 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნაპირსამაგრი სამუშაოების ღირებულებამ 6 655 230 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა მდინარეებზე – ტეხურსა და რიონზე.
აღნიშნული სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 1 367 052 ლარი შეადგინა, კომპანიებმა – „როუდ ქონსთრაქშენმა”, „საგზაომ”, „შარაგზამშენმა -1” და „საქუოიამ” განახორციელა.
წლების განმავლობაში უხვი ნალექის დროს მდინარეები მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით საგრძნობლად შემცირდება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დატბორვის და ნაპირის ჩამოშლის საშიშროება.