გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ნადირაძისა და ტყვიავის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რაზეც, ჯამში, 400 000 ლარამდეა განსაზღვრული.
სამუშაოები ითვალისწინებს საავტომობილო გზის მოასფალტებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობასა და საფეხმავლო სივრცის მოპირკეთებას.
ნადირაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო ტყვიავის ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება.