რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით კასპის მუნიცპალიტეტში, სოფლების – მეტეხისა და ბარნაბიაანთკარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და უკვე დასრულების ეტაპზეა.
პროექტი მოიცავს ასფალტის საფარისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას, რაზეც მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
განახლებული ინფრასტრუქტურით 1 500-მდე მოსახლე ისარგებლებს.