სამცხე-ჯავახეთში ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
დაბა აბასთუმანში აშენდა სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლებიც სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
მოეწყო ნაპირდამცავი კედელი, აშენდა ხიდი, გაიწმინდა სარწყავი არხი.
განხორციელებული პროექტის შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.