გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარი შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდა და აღიჭურვა ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი ქოლცენტრი, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად.
თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით, ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
კახეთის რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისმა ღირებულებამ 1,9 მილიონი ლარი შეადგინა.